საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
იმ მიზეზთა ჩამონათვალი, რომლის გამოც შესაძლოა მოქალაქეს უარი ეთქვას ისრაელის ტერიტორიაზე შესვლაზე.
1. უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით არსებული ინფორმაცია;
2. მოწვევის არქონა (იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ისრაელს გააჩნია სავიზო რეჟიმი);
3. ისრაელში ვიზიტი პირთან, რომელიც არ არის ისრაელის მოქალაქე ან ისრაელის მუდმივი მაცხოვრებელი;
4. ცრუ ინფორმაციის წარდგენა მესაზღვრესთან გასაუბრების დროს;
5. ეჭვი, რომ მოქალაქის ვიზიტის მიზანია ისრაელში დარჩენა;
6. ვიზიტის მიზანი გაურკვეველია;
7. მესაზღვრესთან თანამშრომლობაზე უარის თქმა;
8. შეუსაბამოდ გაცემული ვიზა (ვიზის ტიპი);
9. ისრაელში ოჯახის წევრების ყოფნა, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და დასაქმენული არიან ისრაელში;
10. ვიზის არქონა;
11. მოწვევის არქონა;
12. შემოსვლის ნებართვის არქონა (მხოლოდ „ალენბის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემომავალი პირების შემთხვევაში);
13. ვიზიტის მიზანია არალეგალური დასაქმება;
14. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა;
15. ეჭვი, რომ მოქალაქე მოემართება ისრაელში მუდმივად დასარჩენად;
16. ეჭვი, რომ მოქალაქემ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას სახელმწიფოს;
17. ეჭვი, რომ მოქალაქე შესაძლოა დაკავდეს მისიონერული საქმიანობით;
18. მინიმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
19. თუ პირს ადრე უარი უთხრეს ისრაელში შემოსვლაზე;
20. როდესაც პირმა მაქსიმალურად გამოიყენა ისრაელში მუშაობის ნებართვით განკუთვნილი პერიოდი;
21. თუ ადრე პირი ლეგალურად მუშაობდა ისრაელში და ჩამოვიდა ისრაელში როგორც ტურისტი;
22. დაარღვია სავიზო რეჟიმი და გადააჭარბა ნებადართულ დღეთა რაოდენობას;
23. ისრაელის სახელმწიფოში უკვე იმყოფებოდა არალეგალურად;
24. ე.წ. BDS-ის ფარგლებში საქმიანობა (გულისხმობს ისრაელის ბოიკოტირებას და მის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას);
25. მოქალაქე იყენებს გაყალბებულ მონაცემებს, დოკუმენტებს ან არსებობს მის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ეჭვები, რომ იყენებს სხვა პიროვნების მონაცემებს;
26. ძალადობრივი ქცევა;
27. გაურკვეველია შემოსვლის მიზანი;
28. ეჭვი, რომ საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.
ეს 28 მიზეზი არ არის საბოლოო და მესაზღვრეს უფლება აქვს უარი უთხრას პირს ისრაელში შესვლაზე სხვა მიზეზების გამოც!